„მადლობა ნაეკ, ოჯახს უფრო შევუყვარდი 70/70“ - აბიტურიენტები გამოცდების შედეგების ნახვის შემდეგ
5 აგვ. 2021
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დაიწყო. თითქმის ყველა საგანში შედეგები უკვე ცნობილია. აბიტურიენტებისთვის ეს პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ბუნებრივია, თითოეული მათგანი ღელავს, თუმცა იუმორის გრძნობას ამ შემთხვევაშიც არ კარგავენ და საკუთარ შედეგებს ასე ეხმაურებიან:
„წამიერად თქვენც დაგიბნელდათ?“
„ჩემ შვილს შეცდომა არ ჰქონდა, მაგრამ 0 ქულა დაუწერეთ და ამის პასუხი იყო, რომ დამოუკიდებელი აზროვნებით არ არის დაწერილიო. დამოუკიდებლად არ წერდნენ იქ ბავშვები? აბა, ვინ ეხმარებოდა?“
„აბა ჯარისკაცებო და დიასახლისებო გამოჩნდით“
„ვიღაც მაგარი ბოღმიანი ასწორებდა ჩემს ტესტს უეჭველი“
„ბოლოს მაინც ყველა ტაქსისტი იქნება“
„მადლობა, გათხოვებას გადავურჩი“
„1 ზედმეტი ოთახი მაქვს და სახლიდან გამოგდებულს შეგიფარებთ“
„მადლობა ნაეკ, ოჯახს უფრო შევუყვარდი 70/70“
„ვიქირავებ ან შევიძენ თეთრ პრიუსს შეღავათიან ფასად“.
„სანამ ბოლომდე წავიკითხე გაშავდა სამყარო“.
„ისე იჟრიალეთ მე, რომ დამაჟრიალა ახლა ამ პოსტის დანახვაზე.“
ასევე იხილეთ სქრინები სოციალური ქსელიდან: