top of page
This website was created by Beta Academy Team

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?

10 მაი. 2020

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?

ივნისის დადგომისთანავე ყველა სკოლის მოსწავლესთან, აბიტურიენტთან თუ სტუდენთან ეს პრობლემა იჩენს თავს. ბევრი ვერ უძლებს ამხელა სტრესს და დეპრესიაში ვარდება. როგორ შეიძლება ვუშველოთ გამოცდების მიერ გამოწვეულ დეპრესიას ან როგორ უნდა მოვიქცეთ, საქმე აქამდე რომ არ მივიდეს? თითქმის ყველა სკოლაში ბავშვებს გამოცდების ჩაბარება უწევთ. მათმა უმრავლესობამ არ იცის როგორ მოემზადოს გამოცდებისთვის. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაგვაჩნდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ რამხელა დრო დაგვჭირდება მომზადებისთვის. ეს გამოცდაზეა დამოკიდებული, შეიძლება რამოდენიმე კვირა დაგჭირდეთ გავლილი მასალის გამეორებისათვის ან კიდევ ნახევარ კვირაში მოასწროთ ყველაფრის საფუძვლიანად დამახსოვრება. თავადვე უნდა შეიქმნათ განწყობა, რომ თქვენ ყველაფერს შეძლებთ. ხშირად იმეორეთ ფრაზა: "მე ყველაფერს შევძლებ. ყველაფერი ძალიან ადვილია! ასეთი საბრძოლო სულით უნდა მიუდგეთ საქმეს. თქვენ თავში რწმენა დაგეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. არსებობს კატეგორია მოზარდებისა, რომლებიც სათანადოდ მომზადებულები არიან გამოცდისთვის, მაგრამ ნერვიულობის გამო იბნევიან და საბოლოოდ ცუდ შეფასებებს იღებენ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა. მათ მოიწვიეს სტუდენტები და სთხოვეს დაეწერათ ნეგატიური ფიქრები ფურცლებზე. ამ ხერხმა გაჭრა! იმ სტუდენტებმა, რომლებმაც ჩამოწერეს მათი დარდები ბევრად უფრო მაღალი ნიშნები მიიღეს ვიდრე იმათმა, ვინც ცდაში მონაწილეობა არ მიიღო. 

უნივერსიტეტის მთავარმა მეცნიერმა და ამავდროულად ცდის ორგანიზატორმა, საიან ბეილოკმა განაცხადა, რომ ნაღველის და ნეგატიური პოზიციების ფურცელზე გადატანა გიქმნის რაღაც უპირატესობას. "შენ თავისუფლდები ცუდი აზრებისაგან და მთლიანად გამოცდაზე ხარ გადართული!" მეცადინეობის დაწყებისთანავე გამოყავით ის მასალა, რომელიც გიჭირთ და გასამეორებლად დიდი დრო გჭირდებათ. დაიწყეთ ადვილი საკითხებიდან. სამუშაო გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აირჩიეთ ისეთი ადგილი სადაც არ არის ტელევიზორი, კომპიუტერი ან სხვა რაიმე ნივთი რომელიც ყურადღებას გადაგატანინებთ. გარშემომყოფებს სთხოვეთ დიდი ხმაური არ გამოიწვიონ. იყიდეთ შოკოლადი, ორცხობილა ან თქვენთვის საყვარელი რაიმე "სასმუსნავი", დაიდეთ წინ და თითო პარაგრაფის სწავლის შემდეგ თითო ნაჭრით დაასაჩუქრეთ თქვენი თავი. კარგი იდეაა მეგობრებთან ერთად მეცადინეობა. ერთმანეთს ხელს შეუწყობთ სწავლაში და საკითხებს ხმამაღლა განიხილავთ. გამოცდის წინა დღეს, დილით გადაიმეორეთ ყველაზე ძნელი საკითხი. ამის შემდეგ დაკავდით სპორტით. ეს დაგეხმარებათ ღამე კარგად დაძინებაში. არ დაწვეთ და არ ინაღვლოთ. თქვენ თქვენი მძიმე სამუშაო წარმატებით შეასრულეთ და გამოცდისთვის სრულყოფილად მზად ხართ! ტესტის დღეს მიირთვით თქვენი საყვარელი კერძი. ეს კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. არ მიხვიდეთ არავითარ შემთხვევაში გამოცდაზე მშიერი. ჩაიცვით ის ტანისამოსი, რომელიც თქვენ გიყვართ და ძალიან კომფორტულია. გამოცდაზე მიიტანეთ ყველაფერი რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ. ზედმეტი კალმისტრები, ფანქრები, სახაზავები, საშლელები... თუ ნებადართულია წაიღეთ წყალი. წყალი გაგაგრილებთ და რელაქსაციას გაგიკეთებთ. ტესტების ჩამორიგებისთანავე სამჯერ ღრმად ამოისუნთქეთ და შეუდექით მუშაობას. ფრთხილად და ყურადღებით წაიკითხეთ დავალებები. მოადუნეთ სხეული და ისუნთქეთ ბუნებრივად. გამოიყენეთ დამატებითი (შავი) ფურცელი, ჩაინიშნეთ თემასთან დაკავშირებული ყველა შენიშვნა. არ ინერვიულოთ, გჯეროდეთ თქვენი თავის!

გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

5 აგვ. 2021

„მადლობა ნაეკ, ოჯახს უფრო შევუყვარდი 70/70“ - აბიტურიენტები გამოცდების შედეგების ნახვის შემდეგ

Pink and Gold Shapes

20 ოქტ. 2020

ცვლილებები 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში

Pink and Gold Shapes

18 მაი. 2020

როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020?

bottom of page