top of page
This website was created by Beta Academy Team

ცვლილებები 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში

20 ოქტ. 2020

ცვლილებები 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში

2021 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილებების შეტანის შესახებ განმარტებას აკეთებს Naec.ge: "ტესტის დახვეწის მიზნით ცენტრი ყოველწლიურად ატარებს აპრობაციებს - ცდის სხვადასხვა სახის დავალებებს. წელსაც გარკვეული ტიპის დავალებები გამოიცადა და ამ აპრობაციაში არაერთმა აბიტურიენტმა და გამსწორებელმა მიიღო მონაწილეობა. საცდელი ტესტირების შედეგები დამუშავების პროცესშია და მის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა მოგვცემს საშუალებას ვთქვათ თუ როგორი იქნება ტესტის საბოლოო სახე. ამის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება" - განმარტა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. განახლება... ერთიან ეროვნულ გამოცდებში მცირედი ცვლილებებია! მათემატიკა 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ). ფიზიკა და ქიმია ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63. ჯერჯერობით სხვა საგნებში ცვლილებები არ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ეროვნული გამოცდები ახალი ფორმით ჩატარდა. აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში აბარებდნენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში; 2. უცხოურ ენაში. მესამე გამოცდა დამოკიდებული იყო პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებდნენ. უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან აწესებდნენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იყო: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იყო კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა. (ინფორმაცია განახლებადია)

გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

5 აგვ. 2021

„მადლობა ნაეკ, ოჯახს უფრო შევუყვარდი 70/70“ - აბიტურიენტები გამოცდების შედეგების ნახვის შემდეგ

Pink and Gold Shapes

18 მაი. 2020

როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020?

Pink and Gold Shapes

10 მაი. 2020

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?

bottom of page