top of page
This website was created by Beta Academy Team

ჩინეთმა ბირთვული სინთეზის რეაქტორი „ხელოვნური მზე“ ჩართო

8 დეკ. 2020

ჩინეთმა ბირთვული სინთეზის რეაქტორი „ხელოვნური მზე“ ჩართო

ჩინეთმა პირველად აამუშავა ბირთვული სინთეზის რეაქტორი, ეს უდიდესი ნაბიჯია ტექნოლოგიისკენ, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს ენერგიის მძლავრ და უსაზღვრო წყაროს. HL-2M ტოკამაკი ჩინეთის უდიდესი და ყველაზე მოწინავე ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტული კვლევითი მოწყობილობაა. რეაქტორი ჩენგდუში, სიჩუანის პროვინციაში შეიქმნა. ეს მოწყობილობა იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს და თავისუფლად შეუძლია ტემპერატურის 150 მილიონ ცელსიუსამდე მიყვანა - რაც მზის ტემპერატურას 10ჯერ აღემატება. ჩინელი მეცნიერები ამ ტექნოლოგიის მცირე ვერსიაზე 2006 წლიდან მუშაობდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მოწყობილობა სუფთა ენერგიის უმძლავრესი წყარო გახდება. სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი რეაქტორი ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER), ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რეაქტორია და რომელიც შენდება საფრანგეთში, კერძოდ მარსელში.



გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

13 მარ. 2023

14 მარტი π (პის) საერთაშორისო დღეა!

Pink and Gold Shapes

28 ივნ. 2021

6 გზა წინასაგამოცდოდ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად

Pink and Gold Shapes

28 აპრ. 2021

ჩრდილოეთ კაროლინაში 12 წლის ბიჭი სკოლასა და კოლეჯს ერთსა და იმავე კვირაში ამთავრებს

bottom of page