top of page
This website was created by Beta Academy Team

6 გზა წინასაგამოცდოდ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად

28 ივნ. 2021

6 გზა წინასაგამოცდოდ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად

გამოცდების წინ ნერვიულობა ჩვეულებრივი ამბავია, ემოციებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს. გამოცდაზე შესვლამდე უამრავ რამეზე ფიქრობთ, მით უფრო თუ ის მომავალს წყვეტს. არის რაღაცები, რაზე ფიქრიც კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია 6 საშუალება,რომლებიც გამოცდის წინ ფსიქოლოგიურად მომზადებასა და პოზიტიური განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ: 1. – მიჩნეულია, რომ ადამიანს ვიზუალური გამოსახულებები უფრო მეტად ამშვიდებს, ვიდრე სიტყვები. სასიამოვნო სურათის წარმოდგენაზე ფიქრი კი ნერვების მართვაშიც გეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ განწყობის განმტკიცებაში საკუთარ თავთან ფსიქოლოგიური მიდგომა გეხმარებათ და არა დაზეპირებული ფრაზების განმეორება. 2. – გაიხსენე შენი ძლიერი მხარე და იფიქრე იმაზე,თუ როგორ დაგეხმარება ეს გამოცდის წარმატებით შესრულებაში. ეს აგიმაღლებთ თვითრწმენას და გაგიღრმავებთ ნდობას საკუთარი თავისადმი. 3. – თუ გამოცდისთვის კარგად ხართ მომზადებული, სანერვიულოც არაფერი გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება ეს ერთხელ კიდევ შეახსენოთ საკუთარ თავს, გაიხსენეთ, როგორ სწავლობდით, გადაავლეთ თვალი ნასწავლ მასალას და დარწმუნდებით, რომ აღელვების მიზეზი არ გაქვთ. 4. როგორც კი კლასელებს ან მეგობრებს თავს შეადარებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ რამეს მაინც, რაც მის უპირატესობაზე მეტყველებს. ეს თქვენს თვითრწმენას შეამცირებს და შესაძლოა შიშმა იმდენად მოგიცვათ, თქვენი ძლიერი მხარე ვერც კი შეამჩნიოთ. 5. – ის რასაც საფრთხედ აღიქვამთ, იწვევს სტრესს. იფიქრეთ პოზიტიურად, განიხილეთ გამოცდა წარმატების მიღწევის გზად, გონებაში არც კი გაიელვოთ უარყოფითი შინაარსის ფრაზები 6. გამოცდის წინ ეს არც თუ ისე მარტივია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც რთული გეჩვენებათ. ძილის ხარისხი და ხანგრძილივობა მოქმედებს ტვინზე, კარგი ღამის ძილი გონების კონცენტრაციას ზრდის და მობილიზებულობას განაპირობებს, რაც გამოცდის წარმატებით ჩაბარების საწინდარია.

 

 

 

წყარო: innerdrive blog

გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

13 მარ. 2023

14 მარტი π (პის) საერთაშორისო დღეა!

Pink and Gold Shapes

28 აპრ. 2021

ჩრდილოეთ კაროლინაში 12 წლის ბიჭი სკოლასა და კოლეჯს ერთსა და იმავე კვირაში ამთავრებს

Pink and Gold Shapes

18 აპრ. 2021

ანა ონოფრიშვილმა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

bottom of page