top of page
This website was created by Beta Academy Team

14 მარტი π (პის) საერთაშორისო დღეა!

13 მარ. 2023

14 მარტი π (პის) საერთაშორისო დღეა!

პი ყველაზე პოპულარული მათემატიკური ცნებაა. მასზე ხატავენ სურათებზე, იღებენ ფილმებს, უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, უძღვნიან ლექსებსა და დღესასწაულებს, მას ეძებენ და პოულობენ წმინდა ტექსტებში.

ვინ აღმოაჩინა პი?

საიდუმლოდ რჩება საკითხი, ვინ და როდის აღმოაჩინა რიცხვი პი. ცნობილია, რომ იგი პროექტირებისას გამოიყენეს ბაბილონის მშენებლებმა. ლურსმულ ფირფიტებზე ასახულია ის საკითხებიც, რომელთა გადაჭრასაც პი-ს დახმარებით ცდილობდნენ. ამ პერიოდისათვის მიიჩნეოდა, რომ პი = 3-ს. ბაბილონიდან ორასი კილომეტრის დაშორებით, ქალაქ სუზაში ნაპოვნ ფილაზე პი-ს მნიშვნელობად აწერია 3 1/8.

პი-ს გამოანგარიშებისას ბაბილონელებმა დაადგინეს, რომ წრეში მისი რადიუსი 6-ჯერ შემოდის და გაყვეს წრე 360 გრადუსად. ასე გააკეთეს მზის ორბიტასთან მიმართებითაც და დაასკვნეს, რომ წელიწადში 360 დღეა.

ძველ ეგვიპტეში პი უდრიდა 3.14-ს, ძველ ინდოეთში - 3.088, იტალიაში - 3. 125-ს. ანტიკურ ხანაში არქიმედემ პი-ს მნიშვნელობა გაუტოლა 22/7-ს. პი-ს ზუსტ მნიშვნელობას ყველაზე უკეთ მიუახლოვდნენ ჩინეთში. იგი მარტივად გამოითვალა ახ. წ.-ით მე-5 საუკუნეში ჩინელმა ასტრონომმა, ცზუ ჩუნ ძიმ. საჭირო იყო კენტი რიცხვების ორჯერ დაწერა: 11 33 55, მათი შუაზე გაყოფა, რიცხვების პირველი ნახევრის წილადის მნიშვნელად აღება, მეორისა - მრიცხველად 355/113. ვიღებთ პი-ს თანამედროვე მნიშვნელობის მსგავს რიცხვს.

რატომ პი?

რიცხვი პი მათემატიკური მუდმივაა, რომელიც უდრის წრეწირი შეფარდებული მისი დიამეტრის სიგრძესთან. ვიღებთ 3.1415926535...უსასრულობამდე (დამრგვალებულად 3.14).


პი რიცხვი უნიკალურია, რადგან:


1.მეცნიერთა აზრით, პი რიცხვში ნიშნების, ციფრების რაოდენობა უსასრულოა. მათი თანმიმდევრობა არ მეორდება. ის შეიძლება, თავის თავში მოიცავდეს აბსოლუტურად ყველაფერს, რახმანინოვის სიმფონიას, ძველ აღთქმას, თქვენი ტელეფონის ნომერსა და წელს, როცა აპოკალიფსი დადგება.


2.პი დაკავშირებულია ქაოსის თეორიასთან, იქიდან გამომდინარე, რომ რიცხვების თანმიმდევრობა პი-ში შემთხვევითია (3.145926535..).


3. რიცხვის ბოლომდე გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.


4.პი ირაციონალური რიცხვია, მის მნიშვნელობას წილადით ვერ გამოვხატავთ.


5.პი ტრანსცენდენტური რიცხვია. მას ვერ მივიღებთ მთელ რიცხვებზე ალგებრული მოქმედების საშუალებით.


6.რიცხვ პი-ში მძიმის (3, ) მერე 39 ნიშანი საკმარისია, რათა გამოვიანგარიშოთ სამყაროში ცნობილი კოსმოსური ობიექტების გარშემოწერილობა წყალბადის ატომის რადიუსში.


7. რიცხვი პი ასოცირდება "ოქროს კვეთასთან". გიზაში დიდი პირამიდის გაზომვისას არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ მისი სიმაღლე მიემართება მისი ფუძის სიგრძეს, ისევე, როგორც წრის რადიუსი მის სიგრძეს.


პი-ს დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ, 14 მარტსა და 22 ივლისს. ესაა არქიმედეს მიერ გამოანგარიშებული პი-ს მიახლოებითი მნიშვნელობის დღე.


რიცხვი პი გვხვდება წმინდა წიგნებში, მაგალითად, ბიბლიაში და იქ 3-ს უდრის (სამება, ღმერთის სამი სახე).



აღსანიშნი ფაქტია, რომ 2019 წელს გუგლის თანამშრომელმა ემა ჰარუკა ივაომ პის მნიშვნელობა 31 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა და ამ დრომდე არსებული 22-ტრილიონიანი რეკორდი მოხსნა.


„აღნიშნული რეკორდის მოხსნა ძალიან რთული იყო. პის დასასრული არ აქვს, მაგრამ მისი ციფრების გამოთვლას სიამოვნებით გავაგრძელებდი. თანამედროვე მათემატიკა, ფიზიკა, ინჟინერია და ტექნოლოგია პის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა”, – განაცხადა მან.


NASA-ს გამოქვეყნებული აქვს სია, სადაც ჩამოთვლილია, თუ რაში იყენებს კოსმოსური სააგენტო რიცხვ პის.


ნასა მისი საშუალებით ითვლის მარსის ხომალდებისათვის საჭირო პარაშუტის ზომას, თუ რამდენი კვადრატული ფორმის სურათი იქნება საჭირო თანამგზავრიდან პლანეტის ზედაპირის სრულად გადასაღებად. პი გამოიყენება პლანეტების გარშემო არსებულ ორბიტებზე ხომალდების გასანთავსებლადაც.

2010 წელს ნიკოლას ზემ Yahoo-ს ქლაუდ კომპიუტერების გამოყენებით გამოითვალა, რომ პის მეკვადრილიონე ციფრი ნული იყო, აღნიშნულ გამოთვლას ჩვეულებრივ კომპიუტერზე 500 წელიწადი დასჭირდებოდა.



გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

28 ივნ. 2021

6 გზა წინასაგამოცდოდ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად

Pink and Gold Shapes

28 აპრ. 2021

ჩრდილოეთ კაროლინაში 12 წლის ბიჭი სკოლასა და კოლეჯს ერთსა და იმავე კვირაში ამთავრებს

Pink and Gold Shapes

18 აპრ. 2021

ანა ონოფრიშვილმა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

bottom of page