
15 ნოემბრიდან სუპერ ოლ იმპიადა იწყება!
6 ნოე. 2022

15 ნოემბერს "სახალისო მათემატიკა" სუპერ ოლიმპიადას იწყებს!
სუპერ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება 4-დან მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
სუპერ ოლიმპია და მათემატიკაშია, ერთი ტურისგან შედგება და დიდწილად სასკოლო მასალას შეეხება. თუმცა, ასევე შეხვდებით მცირე არასასკოლო კომპონენტებს, რომლებიც უბიძგებს მოსწავლეს დაინტერესდეს საგნით სკოლის ფარგლებს გარეთაც. ტესტი 50 ქულიანია. მოსწავლემ ტესტი 1 საათში უნდა დაწეროს.
დარეგისტრირდი ოლიმპიადაზე ახლავე: https://cutt.ly/smolimpiadebi
შედეგები ოლიმპიადის დასრულებიდან მაქსიმუმ 5 დღეში გამოქვეყნდება. მონაწილეებს შედეგების ნახვა ჩვენს ვებ-გვერდზე, საკუთარ პროფილზე შეეძლებათ.
მონაწილეებს ტესტის წერა 10 დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეეძლებათ. ოლიმპიადა 26 ნოემბერს დასრულდება.
ოლიმპიადაზე 15 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით და პრიზებით.
ჩვენს ოლიმპიადაზე გამარჯვებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აარჩიონ და დასაჩუქრდნენ პრიზებით, რომლებსაც თავად აირჩევენ.
გამარჯვებულებს თავიანთი დიპლომ ები და პრიზები დაჯილდოვების ცერემონიალზე გადაეცემათ.
ოლიმპიადის საფასური 15 ლარს შეადგენს.
ოლიმპიადის წესების და პირობების სანახავად დააკლიკეთ აქ
შემოგვიერთდი, დარეგისტრირდი ოლიმპიადაზე ახლავე: https://cutt.ly/smolimpiadebi
