რა შეიცვალა ოლიმპიადის წესებში და რატომ?
12 ივნ. 2024
სუპერ ოლიმპიადა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ონლაინ უკვე მე-4 წელია ტარდება.
ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა სუპერ ოლიმპიადის გამარჯვებულთა გამოვლენის ახალი წესი შეიმუშავა, რომელიც აღნიშნულ სეზონზე უნდა ამოქმედებულიყო. (იხ. წესები)
მიმდინარე სეზონზე ზოგიერთ კლასში მოსწავლეების ძალიან მცირე რაოდენობამ წერა ტესტი, შესაბამისად მოხდა ისე, რომ ახალი წესებით რეიტინგის განსაზღვრა გარკვეული მიზეზების გამო არასამართლიანი გამოვიდოდა.
რადგან, ახალი წესებით არ გამოდიოდა რეიტინგის განსაზღვრა, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ისევ ძველი წესებით გამოგვევლინა გამარჯვებულები, ხოლო მედლები კი ტოპ 3 მონაწილისთვის გადაგვეცა.
ხუთივე კლასის ერთობლივი რე იტინგი ჩვენს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. აქედან I, II და III ხარისხის მედლები ტოპ 3-ეულს გადაეცემა, დანარჩენი მონაწილეები კი მიიღებენ I, II, III ხარისხის დიპლომებს, საჩუქრებს და ვაუჩერებს. მედლებთან ერთად ტოპ 3 მოსწავლე სხვების მსგავსად სხვადასხვა ვაუჩერით და საჩუქრით დაჯილდოვდება.
გვინდა, წარმატებებები ვუსურვოთ ყველა მონაწილეს. შევხვდებით დაჯილდოების ცერემონიაზე!