
“სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა
19 ოქტ. 2021

იბსუში “სახალისო მათემატიკის“ ოლიმპიადის მაღალქულიანი მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და იბსუ-ს საჩუქრები.
“სახალისო მათემატიკა” არის საგანმანათლებლო პლათფორმა სკოლის მოსწავლეებისთვის. სულ რაღაც 2 წელია, რაც დავამატეთ და მას შემდეგ დიდი პოპურალობით სარგებლობს ონლაინ ოლიმპიადები. ამ ორი წლის განმავლობაშ ი გავეცით 250 ზე მეტი დიპლომი. ამჟამად გვყავდა 15 მდე გამარჯვებული მონაწილე, რომლებსაც დაურიგდათ პრიზები, რომელიც თავადვე აარჩიეს ჩვენს ვებ-გვერდზე, დიპლომები და იბსუ-ს საჩუქრები. პანდემიის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ყველა გამარჯვებული მონაწილის შეკრება, თუმცა რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებენ კუთვნილ პრიზებს. - განაცხადა პლატფორმის დამფუძვნებელმა ნიკოლოზ ქველიძემ.
როგორც დაჯილდოვებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა თეა კბილცეცხლაშვილმა აღნიშნა, იბსუ-სთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს.
„მოხარულნი ვართ და გვიხარია, რომ ეს პროექტი არის ჩვენი სტუდენტის შექმნილი და თავად სტუდენტები იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა თაობის შემეცნებაში.“ – განაცხადა იბსუს პრორექტორმა.

ჩვენ კი განვაგრძობთ ვებ-გვერდის განვითარებას. სულ მალე განახლებული ფუნქციონალით, ოლიმპიადების ახალი სეზონი დაიწყება. განახლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.
ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ!