top of page
This website was created by Beta Academy Team

მათემატიკის შესახებ

10 მაი. 2020

მათემატიკის შესახებ

მათემატიკა ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა. მისი სიმდიდრე თითქმის განუზომელია. ამ მეცნიერების არსის განსაზღვრა მარტივი სულაც არ არის . როცა დაწყებითი კლასის მოსწავლე ამბობს, მათემატიკა სწავლობს საგნების თვლას და არითმეტიკულ მოქმედებებსო, იგი სავსებით მართალია, მისთვის სწორედ ეს არის მათემატიკა. მაღალი კლასის მოსწავლე დაუმატებს განტოლებებს, გეომეტრიულ ფიგურებს, ფუნქციებს და ზღვრებს. საშუალო სკოლის კურსდამთავრებული კი მათემატიკის შინაარსს წარმოებულებითა და ინტეგრალებით შეავსებს და ა.შ. ასე, მათემატიკური განათლების დონის მიხედვით, იცვლება მათემატიკისადმი მიმართებაც და წარმოდგენაც. მათემატიკის არსის განსაზღვრას საკითხების ჩამოთვლის გზით თუ შევეცდებით, არაფერი გამოგვივა. მათემატიკა არის მეცნიერება რეალური სამყაროს რაოდენობრივი მიმართებებისა და სივრცითი ფორმების შესახებ. ეს მიმართებები კი უწყვეტად ფართოვდება. თვით ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema) „მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“.

გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

19 მარ. 2024

14 მარტს მათემატიკის დღესთან დაკავშირებით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდა

Pink and Gold Shapes

11 მაი. 2020

საინტერესო ფაქტები მათემატიკაზე

Pink and Gold Shapes

10 მაი. 2020

ფორმულები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

bottom of page