
14 მარტს მათემატიკის დღესთან დაკავშირებით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდა
19 მარ. 2024

14 მარტს, მათემატიკის საერთაშორისო დღეს, ბეტა აკადემიის, სახალისო მათემატიკისა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გუნდებს შორის მოეწყო მათემატიკური შეჯიბრი და პის კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სხვადასხვა სკოლის V-VII კლასის მოსწავლეებმა.
ღონისძიებაზე მონაწილეობას 50-მდე სკოლის მოსწავლე იღებდა. გამარჯვებულ გუნდსა და მოსწავლეებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
გამარჯვებული გუნდის წევრები:
მარიამ შალამბერიძე - N182 საჯარო სკოლა
იოაკიმე ბოცვაძე - N54 საჯარო სკოლა
ანა ბოცვაძე - N54 საჯარო სკოლა
საბა რუსიტაშვილი - N175 საჯარო სკოლა
ლილე აბიათარი - N54 საჯარო სკოლა
ელენე ფაილოძე - N72 საჯარო სკოლა
პის კონკურსი გამარჯვებულები:
ქეთევან აქირთავა - N72 საჯარო სკოლა
ნიკოლოზ ნადირაძე - N212 საჯარო სკოლა
ანდრია ბერძენიშვილი - წმინდა ილია მართლის სახელობის საპატრიარქო სკოლა