top of page
This website was created by Beta Academy Team

ახალი მათემატიკური შეჯიბრი sCoolPlay იწყება

6 თებ. 2023

ახალი მათემატიკური შეჯიბრი sCoolPlay იწყება

როგორც იცით, ჩვენი გუნდი ყველთვის ცდილობს საგანმანათლებლო სფეროში სიახლეების დანერგვას. სწორედ ამიტომ, გვინდა სიამაყით წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროექტი "სქულფლეი", რომელიც პირველი მათემატიკური შეჯიბრი იქნება, რომელიც გადაცემის სახით ჩვენს Facebook გვერდზე გავა. მასში მონაწილეობის მიღება კი სკოლის მოსწავლეებს, კონკრეტულად კი მე-4 დან მე-9 კლასის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეეძლება.


საიდან წამოვიდა sCoolPlay შექმნის იდეა?

მოგეხსენებათ დღესდღეობით არ ვართ განებივრებული საგანმანათლებლო პროექტებით, ამიტომ გვსურდა ისეთი საგანმანათლებლო პროექტი შეგვექმნა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ყველა ჩვენი სხვა პროექტებისგან. ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეის ჩამოყალიბებაზე, გადაცემის გამართვასა და დახვეწაზე, რამდენიმე სატესტო ჩაწერაც გვქონდა, შედეგად შევქმენით sCoolPlay, რომელიც მათემატიკური შეჯიბრია და გადაცემის სახით გავა ჩვენი Facebook-ის ეთერში.

როგორ, ფიქრობთ რამდენად დაინტერესდებიან ამ პროექტით მოსწავლეები?

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაცემა მოსწავლეებში, განსაკუთრებით კი მათემატიკის მოყვარულთათვის, პოპულაური გახდება. ეს არ იქნება მხოლოდ ინტელექტუალური გადაცემა, შეჯიბრის მიმდინარეობისას მოსწავლეები ონლაინ შეიძენენ მეგობრებს, გაიცნობენ ჩვენი გუნდის წევრებს და იმუშავებენ გუნდურად. აღნიშნული პროექტის სატესტო ვერსია 11 თებერვალს, 22:00 საათზე ჩვენს Facebook გვერდზე გავა. - ნიკოლოზ ქველიძე

გადაცემა ონლაინ რეჟიმში წარიმართება, მონაწილეობას კი 2 გუნდი მიიღებს, თითო გუნდში კი 3 მოსწავლე იქნება. მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკური და ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრებიან. ბოლოს კი, ლაივ რეჟიმში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/scoolplay


sCoolPlay ზე რეგისტრაცია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურადაც შესაძლებელია.


🟠 ინდივიდუალურად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/ugYAc1A9c6LSRNdr8


🟠 გუნდურად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://forms.gle/75rkmyy8oXo1nSo96









გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

12 ივნ. 2024

რა შეიცვალა ოლიმპიადის წესებში და რატომ?

Pink and Gold Shapes

15 აპრ. 2024

სუპერ ოლიმპიადის ტესტის ნიმუშები

Pink and Gold Shapes

30 ოქტ. 2023

29 ოქტომბერს sCoolPlay-ს მესამე ეპიზოდი ჩატარდა

bottom of page