top of page
This website was created by Beta Academy Team

ვებ-გვერდის გამოყენების პირობები

ბეტა აკადემიის შესახებ
ბეტა ციფრული აკადემიაა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის კურსებს, ღონისძიებებსა და მასტერკლასებს სთავაზობს. აკადემიაში დანერგილი გვაქვს თანამედროვე და ინოვაციური სწავლის მეთოდები, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება გაიკვლიონ გზა წარმატებისკენ .
ბეტა აკადემია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეხედულებისამებრ, განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.
 
ტერმინების განმარტება
•    ლექტორი - პრაქტიკოსი ადამიანი, რომელიც ბეტა აკადემიის კურსებს ხელმძღვანელობს და ატარებს ლექციებს
•    მენტორი - პრაქტიკოსი ადამიანი, რომელიც ბეტა აკადემიის კურსის ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად უდგება, უტარებს დამატებით შეხვედრებს.

•    სტუდენტი, მონაწილე, მსმენელი - ადამიანი, რომელიც ესწრება ბეტა აკადემიის ნებისმიერ კურსს, მასტერკლასს, ვორკშოპს ან სხვა ღონისძიებას.
•    კურსი - სწავლის პროგრამა, რომელიც გაწერილია ეტაპობრივად
•    ლექცია - კურსის ერთი შეხვედრა, სადაც ლექტორი ხსნის ახალ თემას და სტუდენტები ეუფლებიან ახალ მასალას.
•    სერტიფიკატი - კურსის დასრულების შემდეგ მონაწილის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
ბეტა აკადემიის ვალდებულებები და უფლებამოსილება
•    ბეტა აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორე.
•    ბეტა აკადემია ვალდებულია შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები.
•    ბეტა აკადემია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კურსის/ღონისძიების/მასტერკლასის/ვორქშოპის ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო - დაწყების თარიღი.
•    კურსის დასრულების შემდეგ ბეტა აკადემია კურსის იმ მსმენელს, რომელიც მოაგროვებს მინიმუმ 70 ქულას, გადასცემს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს.
 
ვებ-გვერდის მომხმარებლისა და კურსის მონაწილის ვალდებულებები და უფლებამოსილებები
•    ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.
•    მომხმარებელი პასუხისმგებელია კურსზე/ღონისძიებაზე/მასტერკლასზე რეგისტრაციისას და კურსის მიმდინარეობისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.
•    კურსის მონაწილე ვალდებულია გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე.
•    კურსის მონაწილეს ეკრძალება შეხვედრების ჩანაწერების გავრცელება/გადაცემა/გაზიარება.
•    კურსის მონაწილეს აქვს უფლება მოითხოვოს უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში.
•    კურსის მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, რა შემთხვევაშიც მოხდება გადახდილი თანხიდან 20%-ის დაკავება, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით;
•    თუ კურსის მონაწილე კურსის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ნაკლებ დროში გადაიხდის თანხას, იგი იღებს პასუხისმგებლობას და აცნობიერებს რომ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ აქვს.
 
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე ინფორმაცია ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ბეტა აკადემიის მიერ შემუშავებულ დაცვის მექანიზმებს. აღნიშნული მექანიზმები უზრუნველყოფს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხო და კანონთან შესაბამის დაცვას.
ჩვენ ვაგროვებთ იმ მონაცემებს, რომლებიც გვჭირდება თქვენს უკეთ მომსახურებაზე, კურსებისა და სერვისების გაუმჯობესებასა და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამავე მონაცემების ნაწილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
ბეტა აკადემიაში ჩვენ:
•    ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე;
•    არ გამოვიყენებთ მონაცემებს არამართლზომიერად;
•    ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ხდება თქვენი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და დაცვა.
 
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
ამ კანონმდებლობის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება:
•    მოითხოვოთ თქვენი მონაცემების განახლება, შეცვლა ან წაშლა;
•    გააპროტესტოთ მონაცემთა დამუშავება;
•    მოითხოვოთ მონაცემთა დროებით დაბლოკვა ან განადგურება.
შესაძლოა არსებობდეს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები (მაგ. საგადასახადო ან მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობით), რომლებიც მოგვიწევს გავითვალისწინოთ, სანამ შევასრულებთ თქვენს მოთხოვნებს.
 
მონაცემთა შეგროვება
ბეტა აკადემია აგროვებს როგორც პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს (მაგალითად: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა), ასევე ზოგად, არაპერსონალურ ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნებისთვის.
 
ჩვენი მიზანი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზნებით:
•    თქვენთვის საინტერესო კურსებისა და აქტივობების იდენტიფიცირება და შეთავაზება;
•    სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის განვითარება;
•    ახალი პროდუქტებისა და პროგრამების შესაქმნელად მომხმარებელთა ინტერესების ანალიზი;
•    კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების და სახელშეკრულებო პირობების ეფექტურად შესრულება.
 
სამართლებრივი საფუძველი
ბეტა აკადემიის მხრიდან მონაცემთა დამუშავება ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:
•    თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა;
•    კურსებზე ან მომსახურებებზე რეგისტრაცია/სარგებლობა;
•    სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
•    ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები;
•    მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 
bottom of page