top of page
This website was created by Beta Academy Team

STEM კონფერენცია

მოემზადე ამაღელვებელი მოგზაურობისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის სფეროებში! 🌐

STEM კონფერენცია

რა არის STEM კონფერენცია და რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა?

STEM კონფერენცია აერთიანებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა (Science) მეცნიერება, (Technology) ტექნოლოგია, (Engineering) ინჟინერია და (Math) მათემატიკა.

⭐️ კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ იმუშავონ მათთვის საინტერესო თემებზე აღნიშნული სფეროებში. მოიფიქრონ პრეზენტაციის სათაური, გააკეთონ უშუალოდ პრეზენტაცია და ჩამოაყალიბონ თემის და პრეზენტაციის შინაარსი.

როექტის ვიდეოები

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?

პრეზენტაციის მომზადების შემდეგ, შეგიძლია თამამად დარეგისტრირდე STEM კონფერენციაზე. თუ მხოლოდ შენ რეგისტრირდები, დაგჭირდება შენი მონაცემების შეყვანა, ხოლო თუ გუნდურად რეგისტრირდები, შენი თანაგუნდელის მონაცემებიც დაგჭირდება. რეგისტრაციის პერიოდში ასევე საჭიროა სკოლის და მასწავლებლის მონაცემების შეყვანაც.

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავითვალისწინო რეგისტრაციამდე?

რეგისტრაციამდე გირჩევ, კარგად გადახედო წესებს და პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პრეზენტაციაზე მუშაობა. პირობების სანახავად ეწვიე: https://forms.gle/eQSfUo9T8cmBSRDC7

რა ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება?

კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება მე-6 დან მე-11 კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

როდემდე გაგრძელდება რეგისტრაცია?

რეგისტრაცია 2024 წლის 18 თებერვლამდე გრძელდება. არ დაგავიწყდეს, რომ რეგისტრაციისას აგზავნი შენს მონაცემებთან ერთად პრეზენტაციასაც!

პრეზენტაციების განხილვის და არჩევის პერიოდი როდისაა?

პრეზენტაციები ჟიურის მიერ იქნება შერჩეული, რომელსაც კონფერენციაზე მოსწავლეები წარადგენენ. განხილვის პერიოდი 19-21 თებერვალია.

რამდენი პრეზენტაცია აირჩევა კონფერენციისთვის?

კონფერენციაზე 20 ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია იქნება წარდგენილი. პრეზენტაციებს ჟიური შეარჩევს.

სერტიფიკატები და დიპლომები იქნება?

დიახ, რა თქმა უნდა! პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო კონფერენციაზე წარდგენილ 20 პრეზენტაციის ავტორებს კი დიპლომებს ადგილზე გადავცემთ!

დასწრება ყველას შეუძლია?

დიახ, კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

იტვირთება...

...

იტვირთება...

...

იტვირთება...

...

იტვირთება...

...

იტვირთება...

...

bottom of page