რა არის sCoolPlay?
სქულფლეი / sCoolPlay პირველი სასკოლო გადაცემაა მათემატიკაში, რომელიც Facebook ლაივში ტარდება. ოლიმპიადაზე მონაწილეობას იღებს 6 თანატოლი მოსწავლე, რომლებიც 2 ჯგუფად არიან დაყოფილი. გადაცემა თვეში 2 -ჯერ, 21:00 საათზე ჩატარდება.
შეჯიბრის წესები
რეგისტრაციამდე გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოა მონაწილეებს ჩართული ჰქონდეთ კამერები. ვინაიდან ოლიმპიადა Facebook ლაივ რეჟიმში გავა, მათი გამოსახულებები ლაივში გამოჩნდება. კამერის არ ჩართვის შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად დატოვებს შეჯიბრს.
გადაცემის განმავლობაში გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს. სულ არის 5 ტური.
გუნდებს ეძლევათ კონკრეტული ამოცანები, რომელიც განსაზღვრულ დროში უნდა ამოხსნან.
ხუთივე ტურში ამოცანას გუნდურად ხსნიან როგორც პირველი, ისე მეორე გუნდის წევრები. მსჯელობის პროცესში გუნდის წევრების მიკროფონები იქნება ჩართული და მათ მსჯელობის პროცესს მაყურებლები ლაივ რეჟიმში ადევნებენ თვალს.
თუ გუნდმა არასწორი პასუხი დააფიქსირა განსაზღვრულ ამოცანაზე, აღნიშნულ გუნდს იმ კონკრეტულ ტურში ეწერება 0 ქულა და სვლა გადადის მოწინააღმდეგე გუნდზე.
თითოეული გუნდის პასუხი გამოისახება ეკრანზე, მონაწილეები დაინახავენ თავიანთ პასუხსა და დროს, თუ რა დროში მოახერხეს ამ ამოცანის ამოხსნა. მაყურებლები, რომლებიც აღნიშულ შეჯიბრს Facebook ლაივ რეჟიმში ადევნებენ თვალს, ასევე დაინახავენ მონაწილეების პასუხებს და დროს, რა დროშიც მათ აღნიშნული ამოცანა ამოხსნეს.
გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც თამაშის დასრულებისას ექნება ყველაზე მაღალი ქულა.
თუ გუნდებმა თამაშის განმავლობაში თანაბარი ქულები აიღეს, ჩატარდება დამატებითი ტური, სადაც გუნდებს კიდევ ერთი ამოცანის ამოხსნა მოუწევთ. დამატებითი ტურის დასრულებისთანავე, ლაივში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ გუნდს!
სავალდებულოა!
-
ჩართოთ კამერა და მიკროფონი.
-
გადატვირთოთ ინტერნეტ მოდემი. (გამოაერთეთ დენის წყაროდან,დაიცადეთ 30 წმ - ის განმავლობაში, შემდეგ შეაერთეთ ისევ დენის წყაროში), ვინაიდან ინტერნეტმა არ გაჭედოს და არ შეიქმნას ტექნიკური ხარვეზი.
-
გადაცემის დაწყებამდე მონაწილეები და გუნდის წევრები შეიკრიბონ 1 საათით ადრე.