top of page
This website was created by Beta Academy Team

რა არის თანრიგი?

Updated: Feb 23, 2023

ის, თუ რომელ ადგილზეა მოცემული ციფრი რიცხვში, მიუთითებს ერთეულების, ათეულების ან ასეულების რაოდენობაზე.

რიცხვის ჩანაწერში მარჯვნიდან პირველ ადგილს ერთეულების თანრიგი

ჰქვია, მეორეს - ათეულების თანრიგი, მესამეს კი - ასეულების თანრიგი.

განვიხილოთ რიცხვი 234:

  • 4 გვიჩვენებს, თუ რამდენი ერთეულია ამ რიცხვის ერთეულების თანრიგში;

  • 3 გვიჩვენებს, თუ რამდენი ათეულია ამ რიცხვის ათეულების თანრიგში;

  • 2 გვიჩვენებს,თუ რამდენი ასეულია ამ რიცხვის ასეულების თანრიგში.

შესაბამისად რიცხვი 234 შედგება 2 ასეულის, 3 ათეულისა და 4 ერთეულისაგან.

234 = 200 + 30 + 4


რიცხვი

ასეული

ათეული

ერთეული

დაშლა

8

8

8

13

1

3

10+3

56

5

6

50+6

123

1

2

3

100+20+3

487

4

8

7

400+80+7

729

7

2

9

700+20+9


Related Posts

See All
გამრავლება და გაყოფა

რა არის გამრავლება? გამრავლება ეს არის მათემატიკური ოპერაცია ორ ან რამოდენიმე რიცხვზე. გამრავლება გვეხმარება საგნების მთლიანი რაოდენობის...

 
 
 

Comments


bottom of page