ომის კანონი და წრედები რეზისტორებით
- ნინი ქაჯაია
- Mar 11, 2023
- 1 min read
რა არის ომის კანონი და ვინაა მისი ფუძემდებელი?
1827წელს გერმანელმა მეცნიერმა გეორგ ომმა აღმოაჩინა კანონი, რომელის ასახავს წრედის გარკვეულ უბანში გამავალი დენის ძალის დამოკიდებულებას ამ უბნის ბოლოებზე არსებულ ძაბვასა და უბნის წინაღობაზე. შემდგომში ამ კანონს ომის კანონი ეწოდა: წრედის უბანში გამავალი დენის ძალა პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა და უკუპროპორციულია უბნის წინაღობისა.
ფორმულა კი ასე გამოიყურება:

მოცემულ ფორმულაში I არის დენის ძალა
U - ძაბვა
R - წინაღობა
სწორედ ომის კანონის საფუძველზე დადგინდა წინაღობის ერთეული - 1ომი, რომელსაც სახელი მეცნიერის პატივსაცემად ეწოდა.

გამტართა პარალელური შეერთებისას:
ძაბვა პარალელურად შეერთებულ გამტართა ბოლოებზე ერთნაირია.
დენის ძალა მთელ წრედში პარალელურად შეერთებულ ცალკეულ გამტარებში გამავალ დენიის ძალათა ჯამის ტოლია.
დენის ძალა პარალელურად შეერთებულ გამტარებში გამტართა წინაღობის უკუპროპორციულია.
გამტართა მიმდევრობითი შეერთებისას:
დენის ძალა წრედის ყველა უბანში ერთნაირია.
საერთო ძაბვა წრედში მიმდევრობით შეერთებულ გამტართა ბოლოებზე არსებულ ძაბვათა ჯამის ტოლია.
მიმდევრობით შეერთებულ გამტართა ბოლოებზე ძაბვები გამტართა წინაღობის პირდაპირპროპორციულია.
გამტართა საერთო წინაღობა ცალკეულ გამტართა წინაღობების ჯამის ტოლია.
Comments