ნიუტონის გრავიტაციის კანონი
- ნინი ქაჯაია
- Feb 20, 2023
- 1 min read
ლეგენდა "ნიუტონი და ვაშლი"
თქვენ ალბათ გსმენიათ ლეგენდა ისააკ ნიუტონის შესახებ, როდესაც ხის ქვეშ მჯდარს, ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი დაეცა და შედეგად გრავიტაციის შესახებ იდეა გაუჩნდა. ისტორია რეალური არაა, მაგრამ ისეთივე საგნების, როგორიც ვაშლია, ვარდნამ გრავიტაციის, ანუ მასის მქონე სხეულების მიზიდულობის ძალის, შესახებ იდეების ფორმირებას შეუწყო ხელი. ცხადია, ხალხს ნიუტონის გამოჩენამდე ბევრად ადრე ჰქონდათ მოსაზრებები გრავიტაციის ეფექტის შესახებ, ისინი ხომ მუდმივად განიცდიდნენ გრავიტაციას, აკვირდებოდნენ, რომ სხეულები ყოველთვის დედამიწისკენ ვარდებოდნენ. მაგრამ, 1600-იან წლებში ნიუტონმა შეიმუშავა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც ადასტურებდა, რომ გრავიტაცია მსოფლიოში მასის მქონე ყველა სხეულს გააჩნდა.

გრავიტაციის კანონი
გრავიტაციის ფენომენი არის უნივერსალური მიზიდულობის კანონი. ორი სხეული ერთმანეთზე მოქმედებს ძალით, რომელიც უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა და პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლის. მათემატიკურად, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ეს დიდი კანონი ფორმულით

F - მიზიდულობის ძალა
r - მანძილი
m - მასა
G - გრავიტაციული მუდმივა
გრავიტაცია მოქმედებს სამყაროს დიდ მანძილზე. მაგრამ ნიუტონი ამტკიცებდა, რომ ყველა ობიექტი იზიდავს ერთმანეთს. მართალია, რომ რომელიმე ორი ობიექტი იზიდავს ერთმანეთს? უბრალოდ წარმოიდგინეთ, ცნობილია, რომ დედამიწა გიზიდავს სკამზე მჯდომი. მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ კომპიუტერი და მაუსი ერთმანეთს იზიდავენ? ან ფანქარი და კალამი მაგიდაზე? ამ შემთხვევაში, ჩვენ ვცვლით კალმის მასას, ფანქრის მასას ფორმულაში, ვყოფთ მათ შორის მანძილის კვადრატზე, გრავიტაციული მუდმივის გათვალისწინებით, ვიღებთ მათი ურთიერთმიზიდულობის ძალას. მაგრამ, ის ისეთი პატარა გამოვა (კალმისა და ფანქრის მცირე მასების გამო), რომ მის არსებობას ვერ ვგრძნობთ. სხვა საქმეა, როდესაც საქმე ეხება დედამიწას და სკამს, ან მზეს და დედამიწას. მასები მნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეგვიძლია ძალის ეფექტის შეფასება.
Comments