მექანიკური ტალღები
- saxalisomath
- Oct 10, 2018
- 1 min read
Updated: Dec 2, 2020
ტალღა - რხევის გავრცელება, რაიმე გარემოში.
ტალღა არსებობს ორი სახის: გრძივი და განივი.
თუ მყარ, თხევად ან აიროვანი გარემოს რაღაც წერტილში აღიძვრება ნაწილაკების რხევა, მაშინ გარემოს ატომებისა და მოლეკულების ურთიერთქმედების შედეგად რხევებეს გადაცემა დაიწყება ერთი წერტილიდან მეორეზე სასრული სიჩქარით. რხევების გავრცელების პროცესს ტალღები ეწოდება.
არსებობს სხვადასხვა სახის მექანიკური ტალღები.
თუ გარემოს ნაწილაკები განიცდიან ტალღის გავრცელების მართობული მიმართულებით გადაადგილებას, მაშინ ტალღას განივს უწოდებენ. ამგვარი ტალღების მაგალითად გამოდგება ტალღები, რომლებიც გაჭიმულ რეზინაზე ან სიმზე მოძრაობს.
თუ გარემოს ნაწილაკების გადანაცვლება ხდება ტალღის გავრცელების მიმართულებით, მაშინ ტალღას გრძივს უწოდებენ. ტალღები დრეკად ღეროში ან ბგერითი ტალღები აირში ასეთი ტალღების მაგალითს წარმოადგენენ.
Comentarios