კუთხეები
- მარიამ გოგიძე
- Mar 3, 2023
- 1 min read
Updated: Mar 11, 2023
სიტყვა კუთხე მოვიდა ლათინური სიტყვიდან "Angulus", რაც ნიშნავს კუთხეს. კუთხე არის გეომეტრიული ფიგურა, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ სხივს შორის.
საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყება, წვერო ეწოდება, ხოლო სხივებს – კუთხის გვერდები. იგი წარმოდგენილია სიმბოლოთი ∠ , რომელიც ჩვეულებრივ იზომება გრადუსითა და რადიანებით.
კუთხეები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია:
ინჟინრები და არქიტექტორები იყენებენ კუთხეებს გზების, შენობების და სპორტული ობიექტების დიზაინისთვის.
კუთხეები ეხმარება სპორტსმენებსაც. ყველა სპორტში კუთხეები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, კრიკეტში, ბეტსმენი აბრუნებს კრიკეტის ჯოხს გარკვეული კუთხით, რათა ბურთს რომ დაარტყამს, გადაადგილდეს ის საზღვრისკენ.
დურგლები იყენებენ კუთხეებს ავეჯის დასამზადებლად.
მხატვრები იყენებენ კუთხეებს პორტრეტებისა და ნახატების დასახატად.
გეოგრაფიაში, ნებისმიერი მდებარეობა იზომება განედებითა და გრძედებით, დედამიწის ცენტრში არსებული კუთხეების გამოყენებით.
ასტრონომიაში დედამიწის, სხვა პლანეტების და სხვა ციური სხეულების ბრუნვა ასევე იზომება კუთხეებით.
კედლის საათები იყენებენ კუთხეების კონცეფციას, რათა აჩვენონ დრო საათისა და წუთის ისრებით.

როგორ ავაგოთ კუთხე?

დახაზეთ ნებისმიერი სიგრძის OA სხივი.
ახლა მოათავსეთ ტრანსპორტირი ისე, რომ მისი შუა წერტილი შეეხოს მონიშნულ O წერტილს.
ახლა მონიშნეთ B წერტილი სასურველი კუთხის მიხედვით ტრანსპორტირის ზედა წრიულ ნაწილზე, მაგალითად 40°.
დახაზეთ სწორი ხაზი, რომელიც აკავშირებს ამ ორ წერტილს, O და B.
მონიშნეთ შედგენილი კუთხე, სადაც იკვეთება ორივე სხივი.
შენიშვნა: ტრანსპორტირის გამოყენებისას გამოიყენეთ შიდა შკალა, ვინაიდან სწორედ მასზეა საწყისი ანათვალი ნული.(განაპირა შკალაზე ჩვენება იწყება180° –ით).
როგორ გავზომოთ კუთხე?
კუთხის გრადუსული ზომის გასაგებად ასევე ვიყენებთ ტრანსპორტირს. ისევ დავაკვირდეთ ზემოთ გამოყენებულ სურათს.
ტრანსპორტირის ცენტრი მოათავსეთ კუთხის წვეროზე ისე, რომ კუთხის ერთი გვერდი ემთხვეოდეს ტრანსპორტირის შემადგენელ მონაკვეთს.
დააკვირდით სად გადაკვეთს კუთხის მეორე გვერდი ტრასპორტირს და ამოიკითხეთ ჩვენება.
აქ ნაჩვენები კუთხის გრადუსული ზომაა 40°.
საინტერესო კუთხეები:

მაიკლ ჯექსონის დახრის ხრიკი:
მაიკლ ჯექსონი თავის ვიდეო კლიპში "Smooth Criminal" 45 გრადუსიანი კუთხით იხრება წინ.

დედამიწის ღერძული დახრილობა
ჩვენი პლანეტის დახრის კუთხე მზესთან მიმართებაში არის დაახლოებით 23,44 გრადუსი.
Komentáře