top of page
This website was created by Beta Academy Team

ელექტრული ველი

როგორ ხდება ელექტრული ურთიერთქმედება? ამ კითხვაზე პასუხი ინგლისელმა მეცნიერმა ფარადეიმ და მაქსველმა თავიანთ ნაშრომებში ჯერ კიდევ მე -19 საუკუნეში გასცეს. მათ დაამტკიცეს, რომ დამუხტული სხეეულების ელექტრო უთიერთქმედება უჰაერო სივრცეშიც ხდება.

ფარადეისა და მაქსველის თეორიის თანახმად, სივრცე დამუხტული სხეულის გარშემო განსხვავდება იმ სივრცისგან, რომელიც ნეიტრალური სხეულის გარშემოა.


თანამედროვე შეხედულებით ელექტრული მუხტები არ მოქმედებენ ერთმანეთზე უშუალოდ (შეხებით). ყოველი დამუხტული სხეული გარემომცველ სივრცეში ქმნის ელექტრულ ველს. ეს ველი ძალით მოქმედებს მეორე დამუხტულ სხეულზე. ელექტრული ველის ძირითადი თვისება ელექტრულ მუხტზე გარკვეული ძალით მოქმედებაში მდგომარეობს. ამგვარად, დამუხტული სხეულებს ურთიერთქმედება ხორციელდება არა მათი უშუალო ზემოქმედებით ერთმანეთზე, არამედ მათი გარემომცველი ელექტრული ველის საშუალებით.

Comments


bottom of page