top of page
This website was created by Beta Academy Team

გამრავლება და გაყოფა

Updated: Feb 23, 2023

რა არის გამრავლება?

გამრავლება ეს არის მათემატიკური ოპერაცია ორ ან რამოდენიმე რიცხვზე.


გამრავლება გვეხმარება საგნების მთლიანი რაოდენობის სწრაფად პოვნაში. გამრავლებაში არსებობს: I თანამამრავლი; II თანამამრავლი და ნამრავლი.

აი, მაგალითად: 5×4=20

აქ 5 არის I თანამამრავლი; 4 არის II თანამამრავლი და 20 არის ნამრავლი.


გამრავლების შესახებ

გამრავლების ნიშანი ჯვრის სახით ("×") შემოიღო ანგლიკანელმა მღვდელმა მათემატიკოსმა. უილიამ ოტრედი (1631წ). მანამადე ასო M გამოიყენებოდა გამრავლების ნიშნისთვის, თუმცᲐ შემოთავაზებული იყო სხვა აღნიშვნები როგორიცაა მართკუთხედის სიმბოლო...

მოგვიანებით ლაიბნიცმა ჯვარი შეცვალა წერტილით (მე-17) საუკუნის დასასრულს.



კავშირი გამრავლებასა და გაყოფას შორის

გაყოფას და გამრავლებას არსებობს რაღაც კავშირი. ამის დანახვა ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთ ფორმულაში. მაგ: თუ a÷b=c, მაშინ a=b×c

ასევე შესაძლებელია განტოლებაშიც. მაგალითად:

6×y=42

y=42÷6

y=7

y=6×7=42




რა არის გაყოფა?

გაყოფა არის გამრავლების შებრუნებული ოპერაცია. გაყოფა გვაძლევს საშუალებას, დავანაწილოთ საგნები თანაბარი ზომის ჯგუფებად. გაყოფაში არის: გასაყოფი, გამყოფი და განაყოფი.

მაგ: 72÷9=8

აქ 72 არის გასაყოფი; 9 არის გამყოფი და 8 არის განაყოფი.



ერთნიშნა რიცხვების გამრავლება და გაყოფა

გამრავლება

ნიმუში: 1) 23×4=92; 2) 16×3=48;

3) 14×5=70; 4) 21×2=42.

გაყოფა

ნიმუში: 1) 56/7=6; 2) 81/9=9;

3) 40/5=8; 4) 28/4=7.



გამრავლების თვისებები

გამრავლების თვისებები იგივე, რაც გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი. მაგ: a×b=b×a; 6×4=4×6

ასევე შესაძლებელია ჯგუფებადობის კანონი: (2×3)×4=2×(3×4)



ათეულების გამრავლება

3 ათეული×2=3 ათეული + 3 ათეული = 6 ათეული

სწრაფად გამოსათვლელად შეგვიძლია, 3 და 2 ერთმანეთზე გადვამრავლოთ და 0 მივუწეროთ.

30×2=3 ათეული × 2=3×2 ათეული= 6 ათეული= 60

30×2=30+30=60

მაგ: 1) 20×6=2×6=12=120

2) 50×5=5×5=25=250

3) 70×7=7×7=49=490


შეამოწმე შენი თავი:



Related Posts

See All
რა არის თანრიგი?

ის, თუ რომელ ადგილზეა მოცემული ციფრი რიცხვში, მიუთითებს ერთეულების, ათეულების ან ასეულების რაოდენობაზე. რიცხვის ჩანაწერში მარჯვნიდან...

 
 
 

Comments


bottom of page