გადაადგილება, სიჩქარე და დრო
- ნინი ქაჯაია
- Feb 3, 2023
- 1 min read
რა არის გადაადგილება?
წრფის მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის საბოლოო მდებარეობასთან, გადაადგილება ეწოდება. გადაადგილება ვექტორული სიდიდეა და აღინიშნება S-ით.

რა არის სიჩქარე?
მგზავრობისას გვაინტერსებს, სად ვიქნებით გარკვეული დროის შემდეგ ან რა დროში მივალთ დანიშნულების ადგილას. ხშირად ამას პრაქტიკული მნიშნელობაც აქვს.
მოძრაობის სისწრაფის მახასიათებელია დროის ერთეულში გავლილი მანძილი, რაც მეტია ეს მანძილი, მით მეტია მისი სისწრაფე - სიჩქარე.
თანაბარი მოძრაობისას სიჩქარის გამოთვლა შესაძლებელია შემდეგი ფორმულით: v=S/t , სადაც S არის გადაადგილება, t კი არის ის დროის შუალედი, როდესაც მოხდა ეს გადაადგილება გარკვეული სიჩქარით.
სიჩქარე ვექტორული სიდიდეა, რომელსაც გადაადგილების მიმართულება აქვს.
რა არის დრო?
ფიზიკაში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი გამოთვლა თანაბარი მოძრაობისას შესაძლბელია შემდეგი ფორმულით: t=S/v , სადაც S არის გავლილი მაძილი, ხოლო v - სიჩქარე.

S (გადაადგილება) და v (სიჩქარე) არის ვექტორული სიდიდეები ანუ მათ რიცხვით მნიშვნელობასთან ერთად, მიმართულებაც აქვთ. რაც შეეხება დროს(t) , იგი არის სკალარული სიდიდე ანუ მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობით ხასიათდება.
Comments