აჩქარება
- ნინი ქაჯაია
- Feb 3, 2023
- 1 min read
სიჩქარე იზრდება თუ მცირდება, მოძრაობა მაინც აჩქარებულია.
მოდულით ზრდადი სიჩქარით მოძრაობას აჩქარებულს უწოდებენ, ხოლო კლებადი სიჩქარით მოძრაობას - შენელებულს.
განვიხილოთ აჩქარება თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს.
მოძრაობას, როდესაც სხეულის სიჩქარე დროის ნებისნიერ ტოლ შუალედებში ერთნაირად იცვლება, თანაბარაჩქარეებული მოძრაობა ეწოდება.
აჩქარება(a) გამოითვლება შემდეგი ფორმულით: a=v-v'/t , სადაც:
v' არის სხეულის საწყისი სიჩქარე - სიჩქარე დროის ათვლის დასაწყისში,
v - სხეულის სიჩქარე დროის t მომენტში.
თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის აჩქარება ეწოდება მუდმივ სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა დროის იმ შუალედთან , რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა.
აჩქარების ერთეულად SI-ში მიღებულია ისეთი თანაბარაჩქარებული მოძრაობის აჩქარება, როდესაც სხეულის სიჩქარე 1წმ-ში 1მ/წმ-ით იცვლება.
აჩქარების ერთეულის დასახელებაა მეტრი შეფარდებული წმ-ის კვადრატთან.
Comentários