top of page
This website was created by Beta Academy Team

რაციონალური რიცხვი

Updated: Mar 11, 2023

მათემატიკაში რიცხვს ეწოდება რაციონალური, თუ ის შეიძლება გამოისახოს როგორც ორი მთელი რიცხვის ერთმანეთზე გაყოფის შედეგი, ანუ c რაციონალური რიცხვია, თუკი ის შეიძლება ჩაიწეროს როგორც c=a/b, სადაც a და b მთელი რიცხვებია და ამასთან b არ უდრის ნოლს.

ნებისმიერი რაციონალური რიცხვი შეიძლება ჩაიწეროს უსასრულოდ ბევრი სხვადასხვა ფორმით, მაგალითად 1/2=2/4=3/6=..., მაგრამ კანონიკურ ფორმად ითვლება ის ჩანაწერი რომელშიც მრიცხველს და მნიშვნელს არ გააჩნია 1ის გარდა სხვა საერთო გამყოფი. ყველა ნულისაგან განსხვავებულ რაციონალურ რიცხვს გააჩნია ერთადერთი კანონიკური ფორმა.

ათობით სისტემაში ყველა რაციონალური რიცხვის ჩანაწერი ან სასრულია ან პერიოდული (ეს მტკიცება სამართლიანია ნებისმიერი ფუძის მქონე სისტემისათვის, ანუ თუ რიცხვის ჩანაწერი პერიოდულია ათობით სისტემაში, ის პერიოდული იქნება ორობითშიც, თექვსმეტობითშიც და ა.შ.). ნამდვილ რიცხვებს რომლებიც რაციონალური არაა ირაციონალური რიცხვები ეწოდება.

​​​​​​​​​​​​​

ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს  -  სიმრავლეს, რომელსაც ყველა ნატურალური რიცხვი ადგენს , N ით აღვნიშნავთ, ხოლო მთელ რიცხვთა სიმრავლეს Z ით.

Related Posts

See All
გამრავლება და გაყოფა

რა არის გამრავლება? გამრავლება ეს არის მათემატიკური ოპერაცია ორ ან რამოდენიმე რიცხვზე. გამრავლება გვეხმარება საგნების მთლიანი რაოდენობის...

 
 
 

Comments


bottom of page