მოძრაობის ტრაექტორია და გავლილი მანძილი
- saxalisomath
- Jul 20, 2018
- 1 min read
Updated: Mar 11, 2023
წირს, რომლის გასწვრივ მოძრაობს სხეული, მოძრაობის ტრაექტორია ეწოდება. მაგალითად, მატარებლის მოძრაობის ტრაექტორია არის რკინიგზის ხაზი, ავტომანქანისა-ავტოტრასა და სხვ. ტრაექტორიის მიხედვით სხეულის მოძრაობა შეიძლება იყოს წრფივი და მრუდწირული. მრუდწირული მოძრაობის კერძო სახეებია: სხეულის მოძრაობა წრეწირზე, ჰორიზონტალურად და ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა დასხვა. ერთი და იმავე სხეულისმოძრაობის ტრაექტორიასხვადასხვა ათვლის სისტემისმიმართ შეიძლება იყოსროგორც წრფე, ასევე მრუდიწირი. მაგალითად, წრფივადდა თანაბრად მოძრავივაგონის ფანჯრიდანვარდნილი სხეულისტრაექტორია ვაგონთანდაკავშირებული სისტემისმიმართ წარმოადგენს წრფეს, ხოლო დედამიწასთანდაკავშირებულ ათვლისსისტემაში კი-მრუდ წირს. როდესაც ცნობილია სხეულისმოძრაობის ტრაექტორია, მისისაწყისი მდებარეობა დაგავლილი გზა, ანუტრაექტორიის მონაკვეთის L სიგრძე, რომელსაც გადის სხეული დროის ათვლის საწყისიმომენტიდან, მაშინ სხეულის მდებარეობა აღებულ მომენტში აბსოლუტურადგანსაზღვრულია. მაგრამ, თუ ტრაექტორია (მისი სახე) არ არის მოცემული, მაშინ L გზის სიგრძისა და საწყისი მდებარეობის მოცემით შეუძლებელია სხეული მდებარეობის განსაზღვრა დროის მოცემული მომენტისათვის, რადგან სხეულის მიერ გავლილი L გზის სიგრძე მოძრაობის დაწყების მომენტის შესაბამისი M წერტილიდან შეიძლება გადაზომილ იქნეს ნებისმიერი (MA, MB, MC და ა.შ.) მიმართულებით. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია მექანიკის ძირითადი ამოცანის გადაწყვეტა. როდესაც ტრაექტორიის სახე არ არის ცნობილი, წერტილის მდებარეობის განსასაზღვრავად დროის მოცემული მომენტისათვის საჭიროა ვიცოდეთ სხეულის მდებარეობის განმსაზღვრელი ახალი სიდიდე, რომელსაც გადაადგილება ეწოდება.
Comments