top of page
This website was created by Beta Academy Team

მექანიკური მოძრაობა, ათვლის სხეული ​

Updated: Mar 11, 2023

მოძრაობა ყველაზე გავრცელებული მოვლენაა ბუნებაში, იგი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოძრაობენ მთვარე და დედამიწა, პლანეტები და ვარსკვლავები, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები, მოძრაობენ ადამიანები და ცხოველები, მოლეკულები და ატომები, ელემენტარული ნაწილაკები.

     

მოძრაობა სამყაროს უმნიშვნელოვანესი თვისებაა.

    

ნებისმიერი მოძრაობის შესწავლა უნდა დავიწყოთ ამ მოძრაობის აღწერით. გავარკვიოთ,რა არის მექანიკური მოძრაობა.

   

ყოველდღიური დაკვირვებისას შეიძლება დავასკვნათ, რომ სხეულის მოძრაობისას იცვლება მისი მდებარეობა  რომელიმე სხვა სხეულის მიმართ. მაგალითად, ავტობუსის მოძრაობისას იცვლება მისი მდებარეობა შენობის, ხეების მიმართ.

    

სხეულის მექანიკური მოძრაობა ეწოდება დროის განმავლობაში მისი მდებარეობის ცვლილებას სივრცეში სხვა სხეულის მიმართ.

    

სხეულს, რომლის მიმართაც განიხილება სხვა სხეულების მოძრაობა, ათვლის სხეული ეწოდება.

    

ათვლის სხეული პირობითად ითვლება უძრავად.

    

ათვლის სხეული შეიძლება იყოს ნებისმიერი სხეული: დედამიწა, ავტომობილი, თვითმფრინავი, შენობა და ა.შ.  არ შეიძლება ვიმსჯელოთ სხეულის უძრაობასა და მოძრაოაზე მანამ, სანამ არ მივუთითებთ ათვლის სხეულს. თუ სხეულის მდებარეობა ათვლის სხეულის მიმართ იცვლება, მაშინ სხეული მოძრაობს თუ არ იცვლება –– უძრავია.

    

ერთი და იგვე სხეული შეიძლება მოძაობდეს ერთი ათვლის სისტემის მიმართ და იმავდროულად უძრავი იყოს მეორის მიმართ. მაგალითად დიდი სიჩქარით მოძრავ თვითმფრინავში მყოფი მგზავრი დედამიწის მიმართ მოძრავია, თვითმფრინავის მიმართ–– უძრავი, რადგან მისი მდებარეობა დედამიწის მიმართ იცვლება, თვითმფრინავის მიმართ უცვლელია.

    

ათვლის სხეულად შეიძლება ჩავთვალოთ ნებისმიერი სხეული, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ იმას, რომელიც უფრო მოსახერხებელია მოძრაობის აღწერისათვის. მაგალითად, ავტომობილის მოძრაობისიას მძღოლი სხვა ავტომობილის მოძრაობას განიხილავს საკუთარი ავტომობილისასდა არა დედამიწის მიართ,ე.ი. ათვლის სხეულად მიიჩნევს საკუთარ ავტომობილს.


 სხეულთა უძრაობის ან მოძრაობის განხილვისას უმრავლეს შემთხვევაში ათვლის სხეულად იგულისხმება დედამიწა.

Comments


bottom of page