top of page
This website was created by Beta Academy Team

კულონის კანონი

Updated: Mar 27, 2020

ფიზიკის კანონი, რომელიც აღწერს ურთიერთქმედებას ორ ელექტრულად დამუხტულ სხეულს შორის. ის პირველად გამოქვეყნებული იქნა შარლ ოგიუსტენ კულონის მიერ 1783 წელს, თუმცა ელექტრული ძალის მანძილზე დამოკიდებულება უფრო ადრე დადგენილი იქნა ჯოზეფ პრისტლის მიერ, ხოლო როგორც მანძილზე, ასევე მუხტზე დამოკიდებულება დადგენილი იქნა ჰენრი კავენდიშის მიერ, თუმცა მას თავისი შედეგები არ გამოუქვეყნებია.

შარლ კულონმა დაადგინა, რომ:

ვაკუუმში ორი უძრავი წერტილოვანი მუხტი ურთიერთქმედებს ძალით, რომლის მოდული პირდაპირპროპორციულია მუხტთა მოდულების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

კულონის კანონი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია ფიზიკაში

კულონის კანონის სკალარული ფორმა აღწერს ორი წერტილოვან მუხტს შორის მოქმედი ძალის მოდულს (აბსოლუტურ მნიშვნელობას). ძალის მნიშვნელობა (F) რომლითაც ურთიერთქმედებენ (q1) და (q2) მუხტები ტოლია


სადაც r არის მანძილი მუხტებს შორის, ხოლო ke არის პროპორციულობის კოეფიციენტი.

Comments


bottom of page