top of page
This website was created by Beta Academy Team

ფუნქცია

Updated: Mar 11, 2023

ფუნქცია - ასახვა, ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა მათემატიკაში, რომელიც გამოსახავს ერთი ტიპის ცვლადი სიდიდეების კავშირს სხვა ცვლად სიდიდეებთან.

თუ x და y სიდიდეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ისე, რომ x-ის ყოველ მნიშვნელობას შეესაბამება y-ის გარკვეული მნიშვნელობა, მაშინ y-ს ეწოდება x არგუმენტის (ცალსახა)ფუნქცია ზოგჯერ x-ს უწოდებენ დამოუკიდებელ, ხოლო y-ს - დამოკიდებულ ცვლადს. x-სა და y-შორის დამოკიდებულება ზოგადი სახით ჩაიწერება ასე y=f(x) ან y=F(x) და ა.შ.

თუ x და y.-ს შორის დამოკიდებულება ისეთია, რომ x-ის ერთსა და იმავე მნიშვნელობას შეესაბამება საზოგადოდ , y-ის რამდენიმე მნიშვნელობა შესაძლოა უსასრულოც კი, მაშინ y-ს უწოდებენ x-ის მრავალსახა ფუნქციას.

y=f(x) ფუნქციის განსაზღვრის არე არის X - ის იმ მნიშვნელობათა სიმრავლე, რომელთათვისაც f(x) გამოსახულებას აზრი აქვს.


ლუწი ფუნქციის გრაფიკი სიმეტრიულია Y ღერძის მიმართ 

y=f(x)  ფუნქციას ეწოდება კენტი თუ მისი განსაზღვრის არე სიმეტრიულია 0 - ის მიმართ და განსაზრვრის არიდან აღებული ნებისმიერი X - ისთვის სრულდება: f(-x)=-f(x)

y=f(x)  ფუნქციას ეწოდება ლუწი თუ მისი განსაზღვრის არე სიმეტრიულია 0 - ის მიმართ და განსაზრვრის არიდან აღებული ნებისმიერი X - ისთვის სრულდება: f(-x)=f(x)

Related Posts

See All
გამრავლება და გაყოფა

რა არის გამრავლება? გამრავლება ეს არის მათემატიკური ოპერაცია ორ ან რამოდენიმე რიცხვზე. გამრავლება გვეხმარება საგნების მთლიანი რაოდენობის...

 
 
 

Comentarios


bottom of page