top of page
This website was created by Beta Academy Team
ლუიცენ ეგბერტუს იან ბრაუერი
1881 წლის 27 თებერვალს დაიბადა ჰოლანდიელი მათემატიკოსი ლუიცენ ეგბერტუს იან ბრაუერი. ბრაუერს მიიჩნევენ, როგორც გენიოსს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული ინტუიცია და მათემატიკის საიდუმლოებების უსაზღვრო წვდომა.
ბრაუერი ცნობილია, როგორც თანამედროვე ტოპოლოგიის ფუძემდებელი, კერძოდ, მან შეიმუშავა ფიქსირებული წერტილის თეორემა და აგრეთვე, განზომილების ტოპოლოგიური ინვარიენტობის თეორემა.
მისი ინტერესის მთავარი საგანი იყო მათემატიკის საფუძვლები - მის სახელთან არის დაკავშირებული კონსტრუქტიული მეთოდების შემუშავება, რომელიც ცნობილია „ინტუიციონიზმის“ სახელით.
bottom of page