top of page
This website was created by Beta Academy Team

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

27 მარ. 2021

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა 2005 წელს შეიცვალა და უნივერსიტეტებში აბიტურიენტები მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ირიცხებიან. შეფასების გამჭვირვალე სისტემამ – ნაშრომებისა და შედეგების ყველასათვის ხელმისაწვდომობამ – მანამდე არსებული ტოტალური კორუფცია აღმოფხვრა.

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალ მოდელს განიხილავენ. უნივერსიტეტებმა, შესაძლოა, მხედველობაში არა მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგები, არამედ სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები და კლასგარეშე აქტივობებიც მიიღონ. ამ ინიციატივას სამინისტროსგან განმარტებები არ მოჰყოლია და საზოგადოება, სკოლებისთვის ამგვარი თავისუფლების მიცემის შემთხვევაში, კორუფციის ისევ გაძლიერებაზე ალაპარაკდა.

განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ მოდელს ბევრი დადებითი მხარე აქვს და ის მოსწავლეების უფრო სიღრმისეულად შეფასების შესაძლებლობას იძლევა:


 

რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ ეს მოდელი სწორედ ამგვარი პროცესის წარმართვას შეუწყობს ხელს, თუმცა, ამ ძირეული ცვლილებისთვის ქართული განათლების სისტემა მზად ჯერ არ არის. ამ ეტაპზე მისი შემოღება მართლაც შეიცავს საფრთხეებს და მოდელის დანერგვას გამართლებულად მხოლოდ ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ მიიჩნევს:


რევაზ აფხაზავას აზრით, განათლების სამინისტრო ჯერ არ არის მზად  ამ გამოწვევებისთვის:

 

უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ახალი მოდელის დანერგვამდე განათლების სისტემის გამართულად მუშაობის აუცილებლობას ხაზს პროფესორი უსვამს. სასწავლო პროგრამების დახვეწის გზად კი ის სკოლებისთვის მეტი თავისუფლების მიცემას მიიჩნევს:

უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას სკოლის ნიშნების, მასწავლებლების რეკომენდაციებისა თუ სხვა საგანმანათლებლო აქტივობების გათვალისწინება აშშ-სა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე დანერგილია. გიგი თევზაძე ამბობს, რომ ეს იმ გარემოშია შესაძლებელი, სადაც სისტემების დახვეწა და მათი ახალ მოთხოვნებზე მორგება უწყვეტი პროცესია.

 

ავტორი: businessfeed

გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

15 იან. 2021

დიდ ქალაქებში სწავლის პროცესი ისევ დისტანციურად განახლდება

bottom of page