top of page
This website was created by Beta Academy Team

მათემატიკის დღესთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა

27 თებ. 2023

მათემატიკის დღესთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა

14 მარტს მათემატიკის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენს ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ონლაინ აქტივობები ჩატარდება.

  1. მთელი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება საინტერესო ფაქტები მათემატიკაზე

  2. ასევე გამოქვეყნდება მათემატიკური თავსატეხები

  3. დღის ბოლოს კი ჩატარდება პრეზენტაციების კონკურსი, სადაც მოსწავლეები საკუთარ პრეზენტაციებს წარადგენენ მათემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.


კონკურსზე მონაწილეობისთვის, დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა იმუშავონ შემდეგი თემებიდან ერთ-ერთზე:


  1. მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  2. საინტერესო ფაქტები მათემატიკაზე.

  3. რა არის პი? ინფორმაცია პის შესახებ.

  4. წრეწირის სიგრძე, წრის ფართობი.

  5. ირაციონალური რიცხვები. ერთეულოვანი წრეწირი.

  6. ნულის ისტორია.


კონკურსის მონაწილეებმა ჩამოთვლილი თემებიდან უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი თემა, რომელზეც იმუშავებენ. აღნიშნულ თემაზე მუშაობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (გუნდში შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 3 მოსწავლე).

მონაწილეებმა პრეზენტაციები უნდა ატვირთონ უშუალოდ რეგისტრაციის დროს.


პრეზენტაციების წარდგენა 14 მარტს, მათემატიკის საერთაშორისო დღეზე, 21:00 საათზე ჩვენს Facebook გვერდზე, ლაივში მოხდება.

კონკურსზე რეგისტრაცია და ნაშრომების ატვირთვა შესაძლებელია 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით.


კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა ელ-სერტიფიკატი.


კონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/tvJumjvbPE6ddNXF9

გაუზიარე სხვებს:

მსგავსი სტატიები:

Pink and Gold Shapes

15 მარ. 2024

11 მარტს STEM კონფერენცია ჩატარდა

Pink and Gold Shapes

30 ოქტ. 2023

29 ოქტომბერს sCoolPlay-ს მესამე ეპიზოდი ჩატარდა

bottom of page