კვლევა - როდის გაჩნდა პირველად ცაზე ჩრდილოეთის ნათება?
5 მაი. 2022
ჩრდილოეთის ნათება ერთ-ერთი გასაოცარი რამ არის, რაც ცაზე შეგიძლიათ იხილოთ. იგი უძველესი ეპოქის ადამიანებისთვის ნამდვილი თავსატეხიც უნდა ყოფილიყო და ალბათ, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას ხედავდნენ რეალურად. თუმცა ახლა, იმისათვის, რომ გაიგონ პირველად როდის გაჩნდა ჩრდილოეთის ნათება ცაზე, სწორედ ამ ადამიანების დაკვირვებებს ეყ რდნობიან.
პენსილვანიისა და ნაგოიას უნივერსიტეტის მეცნიერები ე. წ. ბამბუკის ანალების დახმარებით, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება, ფაქტებს ჩრდილოეთის ნათების გამოჩენის შესახებ ეძებენ. როგორც ამბობენ, ჩინური ტექსტები ცის ფენომენების შესწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტირებული წყაროა — იგი შეუიარაღებელი თვალით მოპოვებულ ინფორმაციას ვარსკვლავების, მეტეორებისა და სხვა ციური სხეულების შესახებ გვაწვდის.
კონკრეტულად კი „ბამბუკის ანალებზე“ ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ ჯოუს დინასტიის დროს ჩრდილოეთის ცაზე „ხუთფერიანი შუქი“ გამოჩნდა. კონკრეტულ ეპოქასთან მისადაგებით მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ ეს ძვ.წ. 977-957 წლებში უნდა მომხდარიყო, იმაზე 3 საუკუნით უფრო ადრე, ვიდრე სხვა კვლევებით ვარაუდობდნენ.
„თავდაპირველი ანგარიში მხოლოდ მეფე ჟაოს ბოლო წლით იყო დათარიღებული, ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული თუ როდის მოხდა ეს, თუმცა კონკრეტული ქრონოლოგიების დახმარებით მეფე ჟაოს მეფობისა და ავრორას არსებობის პერიოდის დათარიღება შევძელით“, — განმარტავს ჰისაში ჰაიაკავა, მეცნიერი.
ამასთან ერთად, მკვლევრები ამბობენ, რ ომ მოცემულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მზე VIII-X საუკუნეებში განსაკუთრებით აქტიური უნდა ყოფილიყო.
„კოსმოსური ანგარიშის ამინდი მზის ციკლის სავარაუდო გაძლიერებაზე მიუთითებს, ჩრდილოეთის ნათება კი ჩვეულებრივ აქტიურ ფაზებში ჩნდება“, — ამბობს ჰაიაკავა.