ბეტას საგანმანათლებლო თამაში 15 იანვრიდან იწყება
ბეტა აკადემია და სახალისო მათემატიკა ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ინოვაციური და საინტერესო პროექტებით. მომხმარებელს ყოველთვის ვთავაზობთ ყველასთვის განსხვავებულ პროექტებს.
მიმდინარე წელს ჩვენი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოლიმპიადის გემიფიკაციაზე, საბოლოოდ კი შევქმენით საქართველოში პირველი საგანმანათლებლო თამაში, სადაც თავმოყრილია 10 -მდე სასკოლო საგანი.
საგანმანათლებლო თამაში 15 იანვარს დაიწყება, 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსწავლეებს ყოველკვირეულად მოუწევს სხვადასხვა დავალებების შესრულება, დავალებები სასკოლო მასალიდან იქნება, მოსწავლეები კი ამ დავალებების შესრულებისას მონეტებს დააგროვებენ. პირველ ტურში დროში შეზღუდული არ ხარ, მთავარია არ იჩქარო და დავალებებს სწორად გასცე პასუხი.
თამაშის ბოლო კვირას გაიმართება ფინალური ტური. ამ ტურში მოსახვე დრად საჭიროა დააგროვო საკმარისი მონეტების რაოდენობა.
ფინალში დავალებები დროზე და სისწორეზე იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა აქაც შეგეძლება მონეტების დაგროვება. თუ რომელიმე დავალებას არასწორად უპასუხე, დაჯარიმდები. (წესების ვრცელ ვარიანტს სულ მალე გამოვაქვეყნებთ)
ფინალის შემდეგ თამაშის მარკეტი გაიხსნება. დაგროვილი მონეტები შეგიძლია თავადვე, შენთვის სასურველ საჩუქარში გადაცვალო. გადაცვლილი საჩუქრები კი თამაშშივე დაგხვდება.
ბეტა მოგეხსენებათ ციფრული აკადემიაა, შესაბამისად საჩუქრებში იქნება, როგორც სხვადასხვა ტექნ იკა, ისე ბეტა აკადემიის კურსების ვაუჩერები.
საბოლოო ჯამში გამოვავლენთ 15 გამარჯვებულს, რომლებსაც ყველაზე მაღალი ქულა ექნებათ თამაშში, გამარჯვებულებს ტექნიკასთან ერთად თავადვე არჩეულ ბეტას კურსების ვაუჩერებსაც გადავცემთ.
დანარჩენი მონაწილეები, ვინც ვერ გახდებიან თამაშის გამარჯვებულები, ასევე გადაეცემათ ბეტა აკადემიის ციფრული ვაუჩერები.